ციფრული რესურსები

вторник, 14 марта 2017 г.

რეფლექსია- ჩვენ  მოვისმინეთ   ჩვენი  ჯგუფის წევრების მიერ  წარმოდგენილი  სასწავლო  პროექტების პრეზენტაცია. თემები  მრავალფეროვანი  და  საინტერესო  იყო,სრულყოფილად  იყო  ჩამოყალიბებული  ის პროცედურები,რომლის მიხედვითაც  მოსწავლეები  შეძლებენ  კვლევის ჩატარებას '',' google form''- ის  მიხედვით  ვისწავლეთ კითხვარების  შედგენა.  დიდი  მადლობა   ქალ.  მანანას  საინტერესო  ტრენინგისთვის  და  მიღებული  ცოდნისთვის,  რომელსაც  ჩვენ  ჩვენს მუშაობაში გამოვიყენებთ.

воскресенье, 12 марта 2017 г.


რეფლექსია-პროცედურები  ჩავსვით  პროექტის  გეგმაში,შევავსეთ  პროექტის  გეგმის  სხვა  გრაფები  ,შევქმენით  ახალი  საქაღალდე- პროექტები,დავდეთ  გამზადებული  მისამართები ბლოგზე, ჩავიწერეთ ახალი  ციფრული  რესურსის  მისამართი-ict.tpdc.ge-საგანმანათლებლო  ტექნოლოგიები,  გავეცანით  ფასილიტაციისა  და  მხარდაჭერის  დოკუმენტებს  და  საჭირო  დოკუმენტები  ჩავსვით  შესაბამის  საქაღალდეებში.

суббота, 11 марта 2017 г.

რეფლექსია-ვიმუშავეთ  პროექტის  პროცედურებზე,  ვისწავლეთ  როგორ  აღვადგინოთ  წაშლილი  ვერსია, ნაშრომების  გაზიარება და  კომენტარების  გაკეთება ,გავეცანით  კითხვარს დიფერენცირებულ   სწავლებაზე, გავეცანით  სლაიდებს  გარდნერის  მრავალმხრივი  ინტელექტის  თეორიაზე  და  დავასრულეთ  მოსწავლის  ნაშრომი. შევარჩიეთ  პრეზენტაციის  შაბლონი(  ხარაჩო).

воскресенье, 5 марта 2017 г.

რეფლექსია-გავეცანითპორთფოლიოს  შეფასების  რუბრიკას, რომელიც  დამეხმარება პროცედურების  შეფასებაში,  მიზნებზე  დაყრდნობით  დავწერეთ  ინდიკატორებიმოსწავლის  ნაშრომის  შესაფასებლად.

суббота, 4 марта 2017 г.

რეფლექსია-ვისწავლეთ   უკუკავშირის    მიცემის რჩევები და   მეთოდები,   კონსტრუქციული  უკუკავშირის მიცემის  ზოგადი  წესები, საავტორო  უფლებების  გაცნობიერება,  ასევე   გავეცანით  ,თუ  რა  ა რის   საავტორო  უფლებები,ვისწავლეთ  მისამართისა  და  სურათის გადმოწერა,  შევქმენით  მოსწავლის  ნაშრომი  და  გავუკეთეთ  ერთმანეთის  ნაშრომებს კომენტარები.

суббота, 25 февраля 2017 г.

რეფლექსია-შევისწავლეთ  სტანდარტებისა  და  მიზნების  რუბრიკა  მაღ ალი   დონის სააზროვნო უნარებისათვის,  ინდიკატორები  უნდა  შეგვერჩია  პროექტის  მიზნებისათვის,  უნდა  შეგვეძლოს  მიზნების  შეფასება   მრავალფეროვანი  რუბრიკებით,ვისწავლეთსაკვანძო  კითხვების  შერჩევა.